აღწერა: ახალგაზრდა წყივილი ნეტი და კრისტობელი უკვე წლების მანძილზე ხვდებიან ერთმანეთს, საბოლოოდ ნეტი გადაწყვეტილებას იღებს ხელი სთხოვოს საყვარელ ადამიანს, თავის მხრიდან არც კრისტობელია შეუღლების წინააღმდეგი, თუმცა ერთი პირობით, ნეტმა მისი მეგობრის, არც თუ მომხიბვლელი და რაც მთავარია უსაშველოდ მორცხვი, ჯუნისათვის როგორმე საქმრო უნდა გამონახას. იღებს რა საცოლის მითითებას ნეტი დიდი მონდომებით იწყებს შეუხედავი ჯუნისთვის მეწყვილის ძებნას, თუმცა ამასთანავე ამ უკანასკნელთან თავადაც დიდი დროის გატარება უხდება, რის შედეგადაც ერთი შეხედვით უღიმღამო ჯუნის მიმართ, თავისდაუნებურად ნაზი გრძნობები უჩნდება.
|