ადელას სამი ტატუ და პირსინგი აქვს. ის ცოტა ხნის წინ ცუდი ქცევისთვის ციხეშიც კი იჯდა. ადელას მამა მექსიკის გუბერნატორის პოსტზეა წარდგენილი, დაწინაურების გზაზე კი შეიძლება მისი ქალიშვილი ხელისშემშლელ პირობად იქცეს. ამიტომაც, გუბერნატორობის კანდიდატი გადაწყვეტს, ადელა ქალთა სასულიერო სკოლაში მიიყვანოს. სკოლის დირექტორი გოგონასთან შეხვედრამდე ღრმად არის დარწმუნებული, რომ მას ანგელოზად აქცევს...
|