შაბათი, 18.11.2017, 22:41
WWW.KUTAISI.BOS.GE
მოგესალმებით სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორიები
ფილმები [25]
ფილმები
კლიპები [10]
მუსიკალური კლიპები
პროგრამები [35]
პროგრამები
მუსიკა [15]
მუსიკა
წიგნები [15]
წიგნები
სურათები [5]
სურათები
სხვადასხვა [10]
სხვადასხვა
თამაშები [1]
თამაშები
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხები: 179
მთავარი » ფაილები » წიგნები

სიბრძნე სიცრუისა
13.03.2008, 15:00

სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით... იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს - ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს: „სულხან-საბა ორბელისძე სიბრძნით აღხდა ორბებისზე“.
 

 
“არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა“
“შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმრთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული არაო“
“თუ გონების თვალით ბრმა ხარ, ყოველი შენებრ გგონია.“
“არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია“
“ ბევრისა ნდომა კაცს წაახდენს“.
“ წინ მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათა გაუნათლებს.“
“ ამდენს სულში კაცს ერთი მოყვარე არა ჰყავს, დიდი სიავეა“.
“ ავს კაცს ყოველი კაცი თავისი მსგავსი ჰგონია.“
“ საჭურისის და დიაცის გული უსუსურია“.
“ კაცი კაცისა მიმბაძველია. უკეთუ ვერ მიჰბაძოთ კაცთა, მიჰბაძეთ უკვე პირუტყვთა“.
“ ჰოი, სიმთვრალე ბოროტი და ყოველთა ბოროტთა უბოროტესი! ესე ყოველი ჭირი არს და არა ლხინი.“
“ ვიდრემდის შენთვისაც შინდის ჯოხს არ მოსჭრიან, შენს მანკიერ ენას ვერავინ დაადუმებს.“
“ კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის. ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია,
სიმაგრე დაურღვეველია... გულით ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია.
ამხანაგი მტერთა მაზიანებელია, უცხოსთანა გამოსაჩენია... ჭირში მომხმარია,
სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია. ამხანაგის უკეთესსა შენ რას იშოვი?“.
“ ამპარტავანი ესე არს თვისისა ნაქმარისა მამწონებელი და უმსგავსო დიდების მოყვარე, უდიდესობის უმსგავსოდ მდობი და სწავლის
მოთაკილე, გულმაღალი მზვაობარი და ზესთამჩენი, რომელს ენებოს თვისი სხვისა უმაღლესად და უკეთესად გამოჩენა.“
“ლხინსა და შვებას ეცადე, ვიდრე თვალს დახუჭავდე.“
“უმეცრებაი სამ სახე არს. პირველი არცა სმენა და არცა სწავლა, მეორე ეჭვით ცოდნა და არა მართლად და სხვისა გამოკითხვამდე; მესამე
არცა მართლად ცოდნა და არცა სხვის კითხვა, რათა არა დაუშალოს და ვერღარა ქმნას. დიდი გარჩევა ჰხამს“

·

::: გადმოწერა :::

209649 Bytes
13.03.2008, 15:00
კატეგორია: წიგნები | დაამატა: Gio-bero
ნანახია: 940 | გადმოწერილია: 179 | რეიტინგი: 2.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარების დამატება შესაძლებელია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის.
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძიება
Друзья сайта
სტატისტიკა

საიტზეა: 1
სტუმარი: 1
მომხმარებლები: 0
Copyright Gio-bero © 2017

WWW.KUTAISI.BOS.GE

SPECIALIST® Online Certified

PC User